Friday, June 25, 2010

''ალბათ მიხვდით რისი თქმაც მსურდა'' ...

- სანამ კონკრეტულად განსახილველ საკითხზე გადავიდოდეთ, მსურს 
ცოტა გავისაუბროთ
- დოინჯგაკეთებულმა პროფესორმა აუდიტორიაში სიარული დაიწყო....



- ვის გწამთ ღმერთის არსებობის?
-
- უპასუხა ერთმა ოდნავ გასაგონი ხმით.
- ძალიან კარგი - ამჯერად უკვე მომღიმარემ გააგრძელა - მაშინ მიპასუხე,
ყველაფერი რაც არსებობს ღმერთის შექმნილია?
- დიახ.
- ღმერთმა შექმნა ყველაფერი?
- გაიმეორა იგივე კითხვა უკვე გაცილებით
კონკრეტულად და შედარებით მაღალი ტონით.
- დიახ ბატონო.
- თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი გამოდის, რომ მანვე შექმნა ბოროტება,
რადგან ასეთი რამ არსებობს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ არსებულ პრინციპს,
რომ ჩვენი საქმენი განგვსაზღვრავენ პირადად ჩვენ, გამოდის - ღმერთი ბოროტიცაა.

ასეთი პასუხის გამგონე სტუდენტი დადუმდა. პროფესორი აშკარად კმაყოფილი იყო
მიღწეული შედეგით, ამაყად დარბაზს გადახედა, თითქოს თვალებით ანიშნა:
''ალბათ მიხვდით რისი თქმაც მსურდა'' და განსახილველ საკითხზე გადასასვლელად მოემზადა.


- შეიძლება ბატონო შეკითხვა თქვენც დაგისვათ? - გაისმა აუდიტორიაში
- რა თქმა უნდა.
- ბატონო პროფესორო სიცივე არსებობს?
- რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა არსებობს. შენ რა არასდროს შეგცივნია?

სტუდენტებს გაეცინათ და ირონიულად შეხედეს კითხვის დამსმელს.
- სინამდვილეში კი ბატონო, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად,
რასაც ჩვენ სიცივედ ვთვლით, სხვა არაფერია თუ არა სითბოს არ არსებობა.
ადამიანის ან საგნის შესწავლა შესაძლებელია იმის მიხედვით გააჩნია
თუ არა მას ან გადასცემს თუ არა ის ენერგიას.
''აბსოლიტური ნოლი'' - 273 გრადუსი ცელსიუსი წარმოადგენს სითბოს სრულ არ არსებობას.
სიცივე არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა, რათა აღვწეროღ ის,
რასაც სითბოს არ არსებობისას ვგრძნობთ და მას მოყვება
.
ამჯერად დარბაზში სიჩუმე იდგა.
- ბატონო პროფესორო სიბნელე არსებობს?
- რა თქმა უნდა არსებობს
- სერიოზულად მიუგო პროფესორმა.
- თქვენ ისევ ცდებით. სიბნელეც არ არსებობს. სინამდვილეში სიბნელე წარმოადგენს
სინათლის არ არსებობას. ჩვენ უნარი შეგვწევს სინათლის შესწავლის, მაგრამ არა - სიბნელის.
ჩვენ შეგვიძლია დავშალოთ დღის შუქი მრავალ სხვადასხვა ფრად და შევისწავლოთ ყოველი
ფერის განსხვავებული ტალღათა სიგრძე. თქვენ ვერ შესძლებთ სიბნელის გაზომვას.
უბრალო სინათლის სხივს ყოველთვის შესწევს უნარი
შეიჭრას სიბნელის სამყაროში და გაანათოს იგი.
როგორ შესძლებთ იმის გაგებას, თუ რამდენად ბნელია რომელიმე სივრცე?
თქვენ გაზომავთ რა რაოდენობის სინათლეა იქ წარმოდგენილი. განა ასე არ არის?!
სიბნელე ეს მცნებაა, რომელსაც ადამიანი იყენებს იმის აღსაწერად,
თუ რა ხდება სინათლის არ არსებობისას.
სტუდენტმა პაუზა გააკეთა. სურდა ბოლომდე დასულიყო ადრესატამდე ნათქვამი,
რაც ალბათ შესაბამის რეაქვიას გამოიწვევდა, თუმცა დარბაზში კვლავ სიჩუმეა გაბატონებული.


- და ბოლოს... ბოროტება თუ არსებობს?
ამჯერად პროფესორმა უკვე გაუბედავად უპასუხა:
- არსებობს, რაც უკვე ავღნიშნე. ჩვენ ვხედავთ მას ყოველ დღე.
სისასტიკე ადამიანთა შორის, უამრავი დანაშაული და ძალადობის ფაქტები მთელ მსოფლიოში...
ეს მაგალითები სხვა არაფერია, თუ არა ბოროტების გამოვლინება.
- ბოროტება არ არსებობს პროფესორო, ყოველ შემთხვევაში ის არ არსებობს როგორც ასეთი,
პირადად მისთვის. ბოროტება ეს უბრალოდ ღმერთის არ არსებობაა. ის გავს სიცივესა და
სიბნელეს - სიტყვა, ადამიანის მიერ შექმნილი, რომ აღწეროს ღმერთის არ არსებობა.
ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება. ბოროტება ეს არაა რწმენა ან სიყვარული
რომლებიც არსებობენ სითბოსა და სინათლის მსგავსად.
ბოროტება ესაა ადამიანის გულში ღვთაებრივი სიყვარულის არ არსებობის შედეგი,
რომელიც დგემა როდესაც არ არის სითბო... ან სიბნელის მსგავსად
რომელიც დგება სინათლის არ არსებობით.


**************************************


P.S. ეს სტუდენტი აინშტაინი იყო...

4 comments:

  1. მომწონს . . მაგარია :)

    ReplyDelete
  2. "ბოროტება ეს უბრალოდ ღმერთის არ არსებობაა" =X

    მადლობა პოსტის ავტორს

    ReplyDelete
  3. ანუ მადლობა თოკოს

    ReplyDelete