Friday, June 25, 2010

რაგბი

  მე და თოკო შევთანხმდით,რომ ჩვენ ბლოგზე ვილაპარაკებთ ყველაფერზე რაც გვიყვარს და გვაინტერესებს. ჩვენი ინტერესების სფერო იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს,რის გამოც თითქმის სულ უთანხმოება გვაქვს. ალბათ იმიტომ რომ თოკო ძირითადად სულ ჩუმადაა და მე სულ ვლაპარაკობ. თოკო რამეზე თუ იწყებს ლაპარაკს (განსაკუთრებით ფეხბურთზე) კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებ ხოლმე(Apple's opposition),მაგრამ იქიდან გამომდინარე,რომ ჩვენ სამეგობროში  თითქმის ყოველთვის გოგო მარტო მე ვარ,იძულებულს მხდიან ფეხბურთის ჩემთვის უაზრო გარჩევებს ვუსმინო( ვიჩაგრები :| ). ხოდა ეხლა ცოტახანს მეც მომისმინეთ. ჩემ უსაყვარლეს სპორტის სახეობაზე- რაგბზე მინდა გესაუბროთ. ალბათ თქვენც გაგიკვირდათ, რატომ უნდა უყვარდეს გოგოს რაგბი:))














 რაგბით დაახლოებით ერთი წლის წინ დავინტერესდი. მე არ ვთამაშობ რათქმაუნდა >D ფიზიკური მონაცემები არ მიწყობს ხელს , თორემ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი (ბიჭი რომ ვიყო).რაგბი ჩემმა რაგბისტმა ძმაკაცებმა ხვთისომ, ანრიმ და შაკამ შემაყვარეს.წესების წიგნიც მაჩუქეს და მგონი ბიჭებზე მეტი წესი მე ვიცი (ჩინგიზას და ნაროს სიამაყე ვარ >D). მოკლედ ჩემ ოჯახში ფეხბურთი აიკრძალა და რაგბზე გადავერთეთ. ნეტა გენახათ როგორ ტიროდა ბებიაჩემი საქართველო-რუსეთის თამაშზე ჩვენებმა პირველი ლელო რომ დადეს = D ბოლოს ისე გავუწყალე ჩემებს გული, რომ დილით ჩემი და All black-ის Haka-თი მაღვიძებდა. . [sun]

            

თუ რაგბის სამყაროზე წარმოდგენა საერთოდ არ გაქვთ მე გეტყვით რამდენიმე საინტერესო ფაქტს. . .


რაგბი სრულიად შემთხვევით წარმოიშვა ინგლისში, ქალაქ რაგბის კოლეჯში. მაშინ როდესაც ერთ ერთმა სტუდენტმა ფეხბურთის ბურთი ხელში აიღო და კარს მიღმა დადო არავინ წარმოიდგენდა რაგბის პოპულარობას მსოფლიოში. ამ ყველაფერს უილიამ ვებ-ელისის სახელს მიაწერენ.


რაგბი გუნდური თამაშია, რომელსაც თხუთმეტი მოთამაშე თამაშობს თითო გუნდიდან. მათ შორის 8 მორკინალი, ანუ თავდამსხმელი და 7 ბეკერი, ანუ ხაზის მოთამაშეა. რაგბის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1987 წელს ჩატარდა და ჩემპიონის ტიტული ახალმა ზელანდიამ მოიპოვა. მას შემდეგ რაგბი სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში.


ყველა ქვეყნის ნაკრებს თავისი ზედმეტსახელი აქვს.. ახალი ზელანდიელი “ოლ ბლექსი”, ავსტრალიელი “ველებისი”, სამხრეთ აფრიკელი “სპრინბოქსები” და არგენტინელი “პუმები” მსოფლიოს რეიტინგში წამყვან პოზიციებს იკავებენ. არანაკლებ ტიტულოვანი გუნდებია ინგლისის, საფრანგეთის, უელსის, შოტლანდიისა და ირლანდიის გუნდები. რაც შეეხება ქართველ “ბორჯღალოსნებს”, მსოფლიო რეიტინგში საამაყო მეცამეტე პოზიცია უკავიათ და ღირსეულად ინარჩუნებენ.


რაგბის მაგვარ თამაშს საუკუნეების წინ თამაშობდნენ ქართველები. მას ლელობურთი ერქვა და პრობლემების გადასაწყვეტად იყენებდნენ. ლელობურთი დგესაც არსებობს გურიაში.


საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს “Georgian Lelos” 2009 წელს 50 წელი შეუსრულდა. ზუსტად 50 წლის წინ თბილისში იქმნება “რეგბის სექცია”. სადაც ინტერესის გამო მისულ პოლიტექნიკურის სტუდენტებისგან პირველი ქართული კლუბები იქმნება, დღევანდელი “ლელო”, “ყოჩები”, “უნივერსიტეტი”. მას შემდეგ არ გაუგდიათ ქართველებს ხელიდან ოვალური ბურთი.


რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ქართველმა მორაგბეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 1989 წელს ზიმბაბვეს წინააღმდეგ გამართეს და გაიმარჯვეს. 2002 წელს ჩვენმა ბიჭებმა ჩეხეთის გუნდი 98 ქულის სხვაობით დაამარცხეს ეროვნულ სტადიონზე, ხოლო 2003 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ. ამის შემდეგ იწყება რაგბის პროგრესი. თითქმის ყოველ წელს ორმაგდება მოთამაშეთა რაოდენობა თბილისში. “ბორჯღალოსნებმა” ორჯერ შეძლეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში მოხვედრა, 2003 და 2007 წლებში და ღირსეული ბრძოლა გაუმართეს მსოფლიო ვარსკვლავებს. პრესა გაოცებული წერდა ქართველთა შესაძლებლობებზე.
ამოუცნობია ამ ხულიგნური თამაშის კოლოსალური პროგრესი ქვეყანაში, სადაც ერთ დროს ეროვნული ნაკრებიც ასფალტზე ვარჯიშობდა. დღეს დღეისობით კი მხოლოდ 4 სარაგბო მოედანია. ამის მიუხედავად რაგბი უკვე თამამად ეპაექრება ფეხბურთს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობის ტიტულისთვის ბრძოლაში.


რაგბი ამაყი და ღირსეული ხალხის თამაშია. ამ სპორტში ძლიერი ჯაჭვით შეკრული ერთიანობა იგრძნობა, ისევე როგორც ქართულ სულში. ალბათ ესაა მიზეზი სიყვარულისა, რომელიც ქართველებს ამ სპორტისადმი აქვთ.


"It's not about Rugby, it's about young men. It's not about building a championship team,it's about building championship boys.Boys who will be Forever Strong.. " 




If you want easy, play Football. Gentleman welcome to Rugby ..!      
                              
     n.u

ვუძღვნი  ხვთისო ტურძილაძეს , ანრი რობაქიძეს და გიორგი შაკაიას : >>> 










niiii • ugrexelidze

11 comments:

  1. Mrgvali Burtis Dedaac !

    ReplyDelete
  2. მარტო ჰაკა მომწონს თორე დანარჩენი : )))))

    ReplyDelete
  3. ნუცააა მაგრად მიყვარს მრგვალ ბურთებს რომ სეურაწყოფ ხოლმე :D:D:D:D:D

    თოკო Haka რომ მოგწონს ეგეც კარგია :P

    ReplyDelete
  4. ჩემი რაგბისტი და : ) თვითონ ფიზიკური მონაცემები არ უწყობს ხელს და მე მასწვლის ზახვატს (თავისსავე საზიანოდ :D)

    ReplyDelete
  5. vaime nuca genacvale shena qaloo :D:D :*:*:*

    ReplyDelete
  6. ქალო კიარა დედაკაცო ხვთიის :D:D:D

    შენ გენაცვალე მე :*:*:* :D

    ReplyDelete
  7. "რატომ უნდა უყვარდეს გოგოს რაგბი:))" მარტო ამას ვეთანხმები მე :D (ToKo)

    ReplyDelete
  8. თოოკოო თუნდაც მაგაში რომ მეთანხმები ჩვენი მიღწევაა !! [sun]

    ReplyDelete
  9. შენ რო რაგბზე არ დაგეწერა ისე როგორ იქნებოდა >D

    ReplyDelete
  10. ნინო უგრეხელიძე არ ვიქნებოდი ეს რომ არ დამეწერა [sun]

    ReplyDelete