ზაფხული. . რამდენ ხანს ველოდებოდი და .. რა აზრი აქვს ?! საინტერესო არ ხდება არაფერი. ზოგს გამოცდები აქვს, ზოგს ცხელა და სახლიდან არ გამოდის, ზოგი დასასვენებლად წავიდა . . რა ვაკეთო აღარ ვიცი.
skype-ს და facebook-ის მრავალჯერ დაპყრობილ სივრცეში უნდა ვიბოდიალო უაზროდ და მონიტორს უნდა ვურტყა თავი :| ან პავლოვზე უნდა მოვკვდე შაკაიას ღადაობების ფონზე :S ეგაა ჩემი ბოლო ეტყობა. ოპერების სმენაში და თორნიკესთან მუჯლუგუნების რტყმაში უნდა ამომხდეს სული ( ToKo Kvaliashvili · უპასუხეთ მუჯლუგუნით > თქვენ გაეხუმრეთ ToKo'ს. მას ეცნობება ამის შესახებ მის მთავარ გვერდზე) < :|
არადა რა იმედით ველოდებოდი ზაფხულს. . ინტერაქტთან ერთად მაინც მეღირსოს იქნებ ნორმალური და ჩემებური გართობა, თორემ დღეს სულიერად მოვკვდი :S ანდრია ბოჩელი მასულდგმულებს მარტო
მიშველეთ . . !დროზე წამიყვანეთ სადმე !აგვისტომდე აქ რა გაძლებს :S ისე დავნერვოზდი თოკოც კი შემომებლოკა skype-ში :X არადა რას ვერჩოდი :S კიარადა რას მერჩოდა
ზაფხული მინდაა!! ეს ზაფხული კიარა დროის უაზრო კვლაა, ტანჯვად მექცა :X ნიკორწმინდაში მინდა, ლეჩხუმში ან თუნდაც სამეგრელოში :|
გავაზაფხულოთ არ შეიძლება?????!
niiii • ugrexelidze
მთლად გაუბერე შე უბედურო.. ზაფხული ხომ ზაფხულია და ამ სიცხეს ძლივს ვუძლებ,ეხლა იტანე ყოველდღე ამის ბოჩელი და კიდე აღარ მახსოვს ვინ...
ReplyDelete. რას უშვება კაცს სიცხე ნინო დღეში ათ საათს კომპთან ატარებს და თან ოპერების მოსმენა დაიწყო, მე კიდე მალე დავახრჩობ თუ ბოჩელის და კიდე აღარ მახსოვს ვის კომპოზიციებზე თუ დამაძინებს..
ლანა რა უჯიშო ხარ გოგო ამდენი ხანი რით ვერ დაიმახსოვრე ანდრია ბოჩელი, ლუჩიანო პავაროტი, პლაციდო დომინგო და ხოსე კარერასი : | მე არ ვიყო ნინო უგრეხელიძე ყველა ოპერა ზეპირად თუ არ გასწავლო :D :P ტურანდოტი ხო იცი უკვე :D დგეს კარმენის დღეა [sun]
ReplyDeleteშენ ვიზე რას ამბობ სახლიდან არ გადიხარ და ლეპტოპს დააკვდი ზედ :D
აუ რა ცოტაა დასამახსოვრებელი.. შე უბედუროო.,მე თუ უჯიშო ვარ შენ ხომ გამოდიხარ რა ჯიშიანი..
ReplyDeleteსიტყვა არ შემარჩინო :|
ReplyDeleteცოტა არაა მაგრამ ადვილი დასამახსოვრებელია :P :*
მომწონს უგრეხ შენი მუსიკალური გემოვნება :)
ReplyDeleteჩემიანი ხარ რა!
აუუუუმმმმმმმმ სამარგალოში მართლა მაგარი იქნებოდა : )
ოპერების პონტში მარტო შენ გესმის ჩემი :X :D
ReplyDelete