ამ ზაფხულს ძალიან მაგრად ცხელა,აი ძალიან. დღისით ხომ ვიტანჯებით,არც ღამე ვართ კარგ დღეში.პირადად ჩემი არდადეგები (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ მთელი დღე სახლში ჯდომას და ყოველდღე ერთი და იგივე რამის კეთებას) საშინლად მოსაწყენი და მონოტონურია.ჩემი და ასე თუ ისე ერთობა,ამ სიცხეში გარეთ რა აჩერებს ვერ ვხვდები,მაგრამ ეს მეც მაწყობს,3 თვე რომ ყოველდღე ამის ცანცარს ვუყურო,ალბათ ჭკუიდან შევიშლები. საერთოდ დილით ასე ათი საათისთვის ვდეგებით მეც და ნინოც და ღამის ორ საათამდე არ ვიძინებთ,ან ვერ ვიძინებთ...
ამ რამდენიმე დღის წინ მოხდა საშინელება (ჩემი დის სიტყვებით კატასტროფა,სამყაროს დასასრული) - ინტერნეტი გამოირთო.თავიდან ნინო იმედს არ კარგავდა,რამდენიმე საათის შემდეგ კი დაიწყო რეკვები კავკასუსში. მერე მიადგა რაც კინოები ჰქონდა ყველაფერს უყურა. ერთი დღე კი გაატარა,მეორე დღეს უკვე სერიოზული ნერვიულობა დაიწყო,რა მეშველება,დეპრესიაში ჩავვარდები მალეო.იმ დღეს დიდი ხანი არ მჯდარა.რა ექნა ადგა და დიდოსტატის მარჯვენას ჩაუჯდა. მერე ცოტა ძილიც მოერია ღამის უძინარს და ერთი ორი საათი გამოიძინა. მალე დაღამდა. მე დაღლილი ვიყავი ,მთელი დღე ხან მაუთავებინეს,ხან ჭურჭელი მარეცხინეს.დავწექი,შუქი ჩავაქრე და გავირჭე ყურებში ნაუშნიკები.უკვე ძილის ხასიათზეც კი ვარ, იავნანასავით ჩამესმის ელექტრონული ჩელოს ნაზი ხმა.ვგრძნობ, როგორ ტრიალებს ნინო საწოლში. გადავბრუნდი და ვუთხარი,დაიძინე-მეთქი.ვერ ვიძინებო.ვიცი ამას ეხლა რაც უნდა.ბავშვობიდან მოყოლებული როცა არ გვეძინებოდა ერთმანეთს ვართობდით,ხან ვმღეროდით და ხან ზღაპრებს ვუყვებოდით ერთმანეთს :D.. რატომღაც თავში არ მომდის აზრი,ამხელა ვირი რითი უნდა გავართო,რომ დაეძინოს.ტელეფონი გამოვრთე და ნინოსკენ გადავტრიალდი,მეთქი ჯანდაბას,მაინც არ მომასვენებს.ასეთ დროს ყოველთვის რაღაც საიდუმლოებებს მიყვება. მადაზე რომ მოვიდა,ახლოს მომიჩოჩდა და მოდი წეროები მიფრინავენ ვითამაშოთო. მეთქი რატომაც არა. წეროები. . მიფრინავენ...თან ვიხოცებით სიცილით..მორჩა,ძილის მუღამი გამიქრა. ცოტა რომ დავწყნარდით გარეთ ძაღლის ყეფა გაისმა და ნინოც აჰყვა. ძაღლი რომ გაჩერდა,გავიგეთ,რომ გვერდით ოთახში მამა თავის სტიქიაშია და მელოდიურად ხვრინავს.ნინომ მასაც მიბაძა და ისე ბუნევრივად გამოუვიდა,რომ ცალკე ამაზე დავიხოცეთ სიცილით. მერე ვილაპრაკეთ რომეოს და ჯულიეტას აივნის სცენაზე . .რომეოს ელასტიკებზე :D მერე ფეხებით დავიწყეთ ომობანას თამაში,მერე ორ ხმაში ვაგინეთ ის იდიოტი,რომელსაც ღამის ორ საათზე მთელ ხმაზე ჰქონდა აწეული Lady Gaga-ს სიმღერა.მერე კიდე ჩართეს რაღაც,ოღონდ აღარ მახსოვს რა.. .
მოკლედ,ბოლოს რომ მოგვბეზრდა მაიმუნობა, ნინოს მოუვიდა თავში აზრად,ამ ღამეზე დავწერ სტატიასო,მერე მე მითხრა,შენ დაწერე ჯობიაო.მეორე დილით არც ისე მხიარულ ხასიათზე გამეღვიძა,რომ დავმჯდარიყავი და ყველა ის სისულელე დამეწერა,რაც წინა ღამით მოხდა.მაგრამ ჩემი და რაღა ჩემი დაა თუ ცხოვრება არ დამაცადა? იმის შიშით,რომ ჩემი სუსტი ნებისყოფა მის ამდენ წუწუნს ვერ გაუძლებდა,ავდექი და დავწერე. ასე და ამგვარად, ჩვენი საშინლად ერთფეროვანი ზაფხულის ერთი ღამე მაინც გავატარეთ ჩვენ პონტში : ))
(c) ლანა უგრეხელიძე
გაღიარებ !! [sun]
ReplyDeleteმაგარი პოსტია >D მომეწონა : ))
ReplyDeleteსიცხემ გადარია ადამიანი :X სხვამ არაფერმა
ვიტყოდი ნუ გცხელათთქო მარა . . ."D
ReplyDeleteLady Gaga XD
ReplyDeleteკაიიყო xD
აბა ჩვენ გვკითხე როგორი იყო :| :X >D
ReplyDeletegagiareb lana...ar gicnob magram dzalian momwons... vin magirsa sheni gacnobaa ro : ))) rac sheexeba nucas.. vinc moswonsoo.. isao esaoo.. intrigaa :D miyvarxarrr
ReplyDeleteვინც მოსწონსო ისაო და ესაო აღარ მომწონს და შეემშვით :D:D :P :D შენ ხარ ინტრიგანი ნანო! <3<3
ReplyDeleteჯობია არ გამიცნო..კარგი წარმოდგენა მაინც შეგრჩება ჩემზე :D
ReplyDelete