Friday, July 30, 2010

ქართული კომპიუტერი..

საქართველო მაგონებს პერსონალურ კომპიუტერს.
ძველია, ცუდად მუშაობს.
სისტემა პრეზიდენტია. ამ შემთხვევაში ვინდოუსი, რადგან ჭედავს.
ადრე Win2000 ანუ იგივე ედუარდ შევარდნაძე იდგა და გადავაყენეთ, ახალი ვერსია დავაყენეთ, მაგრამ ესეც ჭედავს.


კლავიატურა და მაუსი - აფხაზეთი და სამაჩაბლო.
”საქართველოს უჭირს მათ გარეშე არსებობა და ისინი საქართველოს გარეშე არაფერს წარმოადგენენ.”

ინტერნეტი - ევროკავშირი/ნატო.
”ვერ შევდივართ, ვცდილობთ შესვლას, არა და არც მოდემი გაგვაჩნია, არც ქსელის ადაპტერი (დემოკრატია, ადამიანის უფლებები)”

ვირუსები:
ძმები გაჩეჩილაძეები,
სალომე ზურაბიშვილი,
კოკო გამსახურდია,
გუბაზ სანიკიძე,
და სხვა მრავალი

თანდაყოლილი ხარვეზები:
ვანო მერაბიშვილი,
ზურა ადეიშვილი,
გიგი უგულავა
და სხვა მრავალი...

ნინო ბურჯანაძე USB სისტემაა, მარტივად ერთდება და ითიშება.
გია ბუღაძე არის - Paint. 
კახა ბენდუქიძე - Calculator.
გოგა ხაინდრავა................ - Recycle Bin
დავით გამყრელიძე არის - Word, Excel, Power Point, Outlook Express, ექიმი, მეწარმე, ლიდერი.
კახა კუკავა არის კურსორი, პატარა და მოძრავი.
მამა-შვილი ბაღაშვილი - Windows Media Player და Winamp, ყველაფერს უკრავენ
დათო აქუბარდია არის თამაში "Solitare", სხვა საქმე თუ არ გვაქვს, მაშინ ვრთავთ.
შალვა ნათელაშვილი Pop up ფანჯარაა, ამოხტება - ჩაკეცავ, ამოხტება - ჩაკეცავ.
ლევან რამიშვილი system32 საქაღალდეა, გეშინია შეხვიდე და რამე შეცვალო, სისტემას დააზიანებ.
მოდიან ხოლმე ხელოსნები საქართველოს შესაკეთებლად, ინტერნეტში ჩასართავად, მაგრამ მიდიან ისევ. (ბაიდენი, სარკოზი და სხვანი)
ყველაზე ხშირად გამოყენებადი ღილაკი - Escape. ყველა გარბის.
ანტივირუსი - ეკლესია. ძველი ვერსიაა და update- არ ექვემდებარება, ამიტომ თავად გენერირებს ვირუსებს.
რაც მთავარია, ეს კომპიუტერი ინტერნეტ კაფეში დგას, მომხმარებელი ბევრი ჰყავს, ხან რუსეთი, ხან ... ... ევროპის ქვეყნები.
გადატვირთეთ !


We Love You..
Copyright Forum.ge

1 comment: