Thursday, July 8, 2010

SunnY DaYs. . ♥

  რამდენიმე დღეში ერთი წელი ხდება რაც 58-ში ვსწავლობ. ჩემი ხელით გადავიტანე საბუთები 50-დან : )) ვაი მე  უბედურს = )) რა ვიცოდი სად მოვდიოდი. თავიდან თავს ისე ვგრძნობდი როგორც გალიიდან გამოშვებული ჩიტი. 50-ეს მერე 58 სამოთხედ მეჩვენებოდა, მაგრამ სიტუაციას საკმაოდ ძნელად შევეგუე. არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა კლასელებთან საერთო ენის მოძებნა,  მაგრამ მერე ისე შევეჩვიე ბავშვებს , რომს ხვაგან სწავლა ვერც წარმომიდგენია...





 ზუსტად არ მახსოვს როგორ გავიცანი ბექა, გოჩავა და თოკო, მაგრამ არასდროს დამავიწყდება როდის  დავახლოვდით ყველაზე მეტად. . ეს არ იყო პეტერბურგში :D ეს იყო ნარიყალაზე, 22 სექტემბერს ! რათქმაუნდა  ერთადერთი გოგო ვიყავი (როგორც ყოველთვის)  : )) გოჩავამ Led Zeppelin-ზე დაიწყო ლაპარაკი (არ ვიყავი მაშინ შეჩვეული და მეუცხოვა :D). თოკოს და ბექას ფოტოსესია მოვუწყე. მაშინ მიხვდნენ , კატასტროფულად ბევრ ფოტოებს რომ ვიღებ და იმ დღის მერე აღარ გაკვირვებიათ :))


ასე დაიწყო  შატალოები ნარიყალაზე, ნარიყალაზე და არსად ნარიყალის გარდა! [sun]
 ცოტახანში ნათია შემოგვიერთდა.. დიდხანს ვერ გაუძლო მონსტრების კორპორაციას, მაგრამ მაგარი დღეები დაგვრჩა სამახსოვროდ : )

  ამ დღეს გავიგეთ როდის აქვს ბექას მამას დაბადების დღე :D






 ნათიას მერე ეკამ გაუგო გემო ჩვენთან ერთად სისულელეების კეთებას(ლომონოსოვი) . ამ დღეს ბექამ თქვა ხიდს აშენებენ რიყეზეო. თოკომ უთხრა რომ ააშენებენ  მერე მეორე მხარეს გადმოდებენო (უკომენტაროდ ხომ არ დატოვებდა). მაგრად დავცინეთ, სანამ მართლა არ ააშენეს მშვიდობის ხიდი:)) მერე მეორე მხარესაც გადმოდეს... დავრჩით გაღიმებულები : ))
   მთელი დღე 'ცია-ციობანას' ვთამაშობდით. ეკამ და თოკომ  სახლში ახალი სიტყვები მოიფიქრეს და სკოლაშიც გააგრძელეს თამაში  :))

ამ თამაშზე ჯობს ზედმეტი არ გითხრათ არაფერი :X :D:D

  
 მერე ტრადიციად ჩამოყალიბდა ყოველი თვის პირველ რიცხვში შატალოებზე სიარული [sun]  მზიანი დღეები გვქონდა ზამთრის სიცივეში, ზოგჯერ წვიმაშიც... რაც მთავარია ერთად ყოფნა გვიხარია : )
 

მომავალ წელს უკეთესი დღეები გველის !!








P.S ზალუ ,თოკო  და გოჩავა  უზომოდ მიყვარხართ !!

მიყვარს ბექას და თოკოს სანაძლეოები : )) :P
გოჩავა პლანტი მიყვარს : )) სასაუბრო თემა არასდროს რომ არ გველევა
უჟმური კვალიაშვილის მიყვარს : )) საკამათო თემა ყოველთვის რომ გვაქვს 

 კიდევ თოკოს და გიოს გამოგზავნილი სიმღერები მიყვარს [sun]

და ვერ ვიტან უაზრო ფეხბურთის გარჩევებს რომ მასმენინებენ!
მაგრამ მაინც ჩემები არიან... ♥ ჩემი იდიოტები ♥ 

p.p.s თოკო ბოლო ფოტოს გამო თუ არ მეჩხუბები გამიხარდება :* :Dგიხდებათ გვირილები  : )

                                                                                                      niiii • ugrexelidze

4 comments:

  1. 58-ემ დაგღუპა შენ...

    ReplyDelete
  2. იგივე შემიძლია გითხრა 50-ზე :*

    ReplyDelete
  3. მე ვიცი ცია-ციობანა >D

    რა საყვარელი სასტავი ხართ : ))

    ReplyDelete
  4. შენ კარგი გოგო ხარ და ცუდი სიტყვებით არ თამაშობ ხოლმე :D

    ReplyDelete