ალბათ მაშინ ვერც ვიფიქრებდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს, თუმცა ახლა ნამდვილად ვხვდები..
ახლა კი დაწვრილებით მოგიყვებით ყველაფერს: ”როგორც მაშინდელი ყველა პატარა ბავშვი მეც მოხიბლული და გაოცებული ვიყავი რონალდინიოს თამაშით.. ეს იყო წარმოუდგენელი რამ, ადამიანი რომელიც მოედანზე სრულიად თავისუფალი იყო.. რომელსაც შეეძლო თამაშის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში.. გუნდის ლიდერობა და სამაგალითო თამაში.. ერთ-ერთ ინტერვიუში იმდროინდელ ბარსელონას მწვრთნელს ფრენკ რაიკაარდს ერთ-ერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა კითხა, თუ რომელ პოზიციაზე ათამაშებდა რონალდინიოს და რა დავალება ქონდა მას.. რაიკაარდი არც დაფიქრებულა ისე უპასუხა, რომ რონალდინიო მოედანზე თავისუფალი იყო, მას ქონდა სივრცე და უფლებები, რომლის შეზღუდვაც ალბათ ყველა მცველს უჭირდა..
ამის შემდეგ ცოტა მეც გავიზარდე.. მივეჩვიე ბარსელონას გამარჯვებებს და ნებისმიერ ცუდად ჩატარებულ თამაშზე (ძალიან იშვიათად მაგრამ მაინც) ძალიან ცუდი რეაქციები მქონდა)))
მრავალი ისტორიული თამაშებიდან ერთის გამოყოფა მინდა, რომელიც ალბათ არასდროს დამავიწყდება.. ეს იყო სანტიაგო ბერნაბეუზე ))) მთელი მსოფლიოს ყურადღება მადრიდში იყო.. სავსე ტრიბუნები, განათებული სტადიონი, ერთი სიტყვით შესანიშნავი ატმოსფერო.. მაშ ასე კლასიკო დაიწყო.. (ვინც არი იცის კლასიკო რა არის ვეტყვი რომ ეს არის 2 დიდი კლუბის ”ბარსელონას” და ”რეალის” დაპირისპირება, რომელიც წელიწადში 2-ჯერ იმართება..)
თავიდანვე მინდა გითხრათ რომ შეხვედრის გმირი ახალგაზრდა მომღიმარი ბრაზილიელი იყო.. დიახ სწორედ რონალდინიო.. კომენტატორობას არ დავიწყებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ..
დიახ, რეალ მადრიდი - ბარსელონა 0-3.. ამ შეხვედრის ბოლოს მადრიდელი გულშემატკივარი ფეხზე იდგა და ტაშს უკრავდა.. ეს ტაში კი რა თქმა უნდა რონალდინიოს ეკუთვნოდა.. ეს იყო ფეხბურთის ისტორიაში მეორე შემთხვევა, როდესაც მადრიდელმა გულშემატკივარმა ბარსელონას ფეხბურთელს ტაში დაუკრა ”სანტიაგო ბერნაბეუზე”.. პირველი ეს იყო დიეგო მარადონა..
ამის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის დაუვიწყარი ფინალი იყო... რომელიც ბარსელონამ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ლონდონის არსენალი..
თავიდან შეხვედრა კარგად დაიწყეს კატალონიელებმა.. რონალდინიოს ერთ-ერთი სახიფათო გარღვევა და სამუელ ეტოო ერთი ერთზე რჩება მეკარესთან, ბურთს გვერძე წევს მაგრამ ამ დროს იენს ლემანის ვარდნა ფეხებში და ეტოო ძირს ეცემა, თუმცა ბურთით ლუდოვიკ ჟული რჩება და გოლი!!! თუმცა ამ დროს მსაჯის სასტვენის ხმა ისმის.. იენს ლემანი წითელ ბარათს იღებს და არსენალის კარში თავისუფალი დარტყმა ინიშნება...
ახლად შემოსულმა მეკარემ მანუელ ალმუნიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.. იგი მშვიდად აკონტროლებდა თამაშს.. შორეულ დარტყმებს ულამაზესი ნახტომებით იღებდა.. ბარსელონა კი კვლავ უტევდა.. თუმცა არსენალის ერთ-ერთი უბრალო კონტრშეტევის დროს საჯარიმო დარტყმა დაინიშნა ბარსელონას კართან.. მაღალი ჩაწოდებული ბურთი კი სოლ კემბპელმა გოლად აქცია.. 1-0 არსენალი დაწინაურდა და დაცვით ფეხბურთზე გადაეწყო.. ბარსელონა ბევრს ცდილობდა.. თუმცა ალმუნია უშეცდომო იყო.. მაგრამ კლასმა და მაღალმა დონემ მაინც თავისი ქნა: რონალდინიოს წამოწყებული შეტევა ეტოომ შესანიშნავად გააგრძელა და 1-1.. ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა მსოფლიოში.. თუმცა ჩემს ფრჩხილებს კარგი დღე არ ადგა (სწორედ მაშინ დავიწყე ფრჩხილების კვნეტა) ამის შემდეგ დაიწყო გახსნილი თამაში... არსენალს დასაკარგი არაფერი ქონდა.. ტიერი ანრიმ რამდენჯერმე გაარღვია ბარსელონას დაცვა მაგრამ უშედეგოდ.. ბარსელონადან ჟული რონალდინიო და ეტოო გამოირჩეოდნენ.. ჟული და რონალდინიო ხშირად ცვლიდნენ ფლანგებს, ეტოო კი ცენტრში ბევრს მოძრაობდა და ბოლომდე იბრძოდა.. ალბათ ბევრს ეგონა რომ ეს შეხვედრა კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა და დამატებით დროს ვიხილავდით, მაგრამ ლუდოვიკ ჟულის წამოწყებული შეტევა ლარსონმა განაგრძო და შესანიშნავი პასი მისცა ბელეტის, რომელმაც ძლიერი დარტყმით ბარსელონა წინ გაიყვანა.. 2-1

აი ამ დროს კი ჩემზე ბედნიერი მართლა არავინ იყო ))) დავფრინავდი სახლში..
მოდით ახლა სულ ახლო წარსულზე გეტყვით ერთ ორ სიტყვას..
წარმატებული კარიერის მიუხედავად რონალდინიომ ბარსელონა დატოვა.. ალბათ ნებისმიერ ღარიბ ბრაზილიელს, რომელიც იმაზე მეტს იშოვის ვიდრე ოცნებაში წარმოუდგენია თავში აუვარდება.. რონალდინიო კი იყო კაცი, რომელიც აკეთებდა თავის საქმეს შესანიშნავად მაგრამ არც გართობას და ქალებს იკლებდა.. სწორედ ეს გახდა რაიკაარდთან ჩხუბის მიზეზი და შემდეგ მისი მილანში გადაბარგება.. არც რაიკაარდს გაუტარებია ამის შემდეგ დიდიხანი ბარსელონაში..
ბარსელონა უმწვრთნელოდ დარჩა.. ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს კი სადღაც მოვისმინე ხოსეპ გვარდიოლა დაინიშნა ბარსელონას მწვრთნელადო.. ბარსას ისტორიიდან ცოტა რამ მახსოვდა პეპზე მაგრამ მაინც არ მესიამოვნა..
მაგრამ ალბათ შევცდი.. პეპ გვარდიოლა - ეს იყო გამოუცდელი მწვრთნელი, რომელმაც პირველივე წელს სასწაული მოახდინა და ბარსელონას ყველა თასი მოაგებინა.. 6 თასი, ეს წარმოუდგენელია.. სიმპატიური ბიჭუნა, რომელიც მუდამ ფეხზე დგას და გუნდთან ერთად განიცდის ყველაფერს...
მოდით ახლა მის კარიერაზეც გეტყვით ცოტას..
თავიდან სიმართლე რომ გითხრათ არ ველოდი მისგან დიდ წარმატებას, მაგრამ ბარსელონას მწვრთნელი იყო და მაინც დიდ პატივს ვცემდი.. ის იყო გაწონასწორებული და თანამედროვე ახალგაზრდა.. მისი ჩაცმის სტილი და მუსიკალური გემოვნება ალბატ ბევრ რამეზე მეტყველებს.. (Muse, Coldplay, The Killers)
მოდით ახლა კიდევ ერთ ელ კლასიკოს გავიხსენებ.. ეს იყო ისევ სანტიაგო ბერნაბეუზე ))) კვლავ რეალი და ბარსა მოედანზე.. მაგრამ ყველაფერი განსხვავებულად მოხდა.. ბარსელონას ფეხბურთელებმა ალბათ გვარდიოლას დავალება 101%-ით შეასრულეს.. ულამაზესი შეხვედრა იყო.. პირველ ტაიმში ბარსელონა 3-1 იგებდა ხოლო შეხვედრის ბოლოს კატასტროფული ანგარიში დაფიქსირდა
6-2 ))) შესანიშნავია... ამ შეხვედრაში მადრიდის რეალმა ითამაშა გახსნილი თამაში რაც შედეგზე აისახა )))
ამის შემდეგ იყო დაუვიწყარი ნახევარფინალი ჩელსისთან.. ყველა სანახაობრივ თამაშს ელოდა კამპ ნოუზე.. თუმცა გუუს ჰიდინკმა კარგად იცოდა ბარსასთან გახსნილი თამაშით რაც მოხდებოდა.. ამიტომ ჩაკეტილი თამაში ამჯობინა, რაც შედეგზეც აისახა 0-0
თამაშის შემდეგ ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ასეთი თამაში ბავშვობაში ვითამაშე ბოლოსო..
განმეორებით შეხვედრაში კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა.. ჩელსიმ არც ამჯერად გახსნა თამაში, მაგრამ კონტრშეტევაზე თამაშობდნენ, რასაც მაიკლ ესიენის გოლი მოყვა.. 1-0 ჩელსი დაწინაურდა.. ბარსელონას არაფერი გამოსდიოდა... ლონდონელთა ნახევარზე პრესინგიდან გამოსვლა უჭირდათ.. მაგრამ ალბათ თამაშის გმირი მაინც შეხვედრის არბიტრი გახდა.. ბევრი არდადებული თერთმეტმეტრიანი, უაზრო წითელი ბარათი ერიკ აბიდალს და 3 დამატებული წუთი რომელიც 4 წუთს გაგრძელდა ))) სწორედ მესამე დამატებული წუთი მიმდინარეობდა.. ბარსელონას არაფერი გამოსდიოდა.. პირიქით ჩელსი უტევდა.. კატალონიელებს კარში არ ქონდათ დარტყმული მთელი თამაშის განმავლობაში... მაგრამ სწორედ ესიენის მიერ დაკარგული ბურთი დანიელ ალვეშმა მიიღო მარჯვენა ფლანგზე და მაღალი პასი გააკეთა საჯარიმოში.. ბურთი საჯარიმოს გვერძე ეტოომ მიიღო, რომელმაც ბურთი წესიერად ვერ მიიღო, თუმცა არც მალუდას მოგერიებული ბურთი გამოდგა ზუსტი, რომელიც იქვე საჯარიმოს წინ მესიმ მიიღო.. მოატყუა ერთი მცველი და იქვე ანდრეს ინიესტა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გოოოოოოოოოოოოოოოოოლ.....!!!!!!!!!!
ეს იყო წარმოუდგენელი ფაქტი ჩემს მეხსიერებაში.. მთელი თამაში მოწყენილმა გავატარე ნერვიულობაში და მესამე დამატებულ წუთზე ანდრეს ინიესტამ ეს შეძლო.. უბედნიერესი ვიყავი... მაგრამ წინ რომის ფინალი იყო.. ”მანჩესტერ იუნაიტედი”, დიდი გუნდი, რომელიც ფინალში უპირისპირდებოდა ბარსელონას.. ნერვიულობაში გავატარე დარჩენილი დღეები და აი დადგა ფინალის დღე.. მთელი მსოფლიოს ყურადღება რომში იყო... ჩემთან სახლში კი იდილია ნამდვილად არ იდგა )) მე ბარსელონას გულშემატკივარი, ჩემი და მანჩესტერის..
მაგრამ ნერვიულობა 10 წუთის მერე სრულიად გამიქრა.. 10 წუთი ითამაშა მანჩესტერმა ნორმალურად.. ხოლო 10 წუთის მერე იყო ნამდვილი სანახაობა, შესანიშნავი კომბინაციები, ულამაზესი პასები და ლამაზი მომენტები.. ბარსელონას ყველა ფეხბურთელს გამოსდიოდა თამაში, რაც მალევე სამუელ ეტოოს გოლით აისახა ტაბლოზე.. ბურთმა გადაკვეთა თუ არა კარის ხაზი ფეხზე წამოვხტი და ჩემს ოთახამდე მუხლებით გავსრიალდი.. ამის შემდეგ ბარსელონა ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა.. კრისტიანო რონალდოს, უეინ რუნის, პოლ სქოულზს და სხვა მანჩესტერელ ფეხბურთელებს არაფერი გამოსდიოდათ.. მესი კი ბრწყინვალე იყო.. მისთვის 2-3 მეტოქე არაფერს წარმოადგენდა.. ერთ-ერთი შეტევის დროს კი ხავის ულამაზესი გადაცემის შემდეგ მესიმ ბრწყინვალე პოზიცია შეარჩია და თავით ულამაზესი გოლი გაიტანა.. გაოცებულმა მოვიხედე ოთახში უკან და ჩემი დის ცრემლებს წავაწყდი.. არ შემეძლო გაჩუმება და გვერძე ოთახში გავედი და იქ ვყვიროდი გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ !!!!!!!!!!!!! ))))
კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრის გახსენება შემიძლია მაგრამ მერე იტყვიან თავი მოგვაბეზრაო და მოდით აქ გავჩერდები..

More Than A Club - Fc Barcelona
P.s. We Love You..
უცებ დაეტყო ბლოგს თოკოს ხელი :D
ReplyDelete